შეხვედრა ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელთან
Friday, March 4, 2016
პროექტის შესახებ
- XXI საუკუნის დასაწყისისათვის არავინ დაობს იმის თაობაზე , რომ ცხოვრების რიტმი ძალიან სწრაფად იცვლება, წარმოუდგენელი სისწრაფით ვითარდება. ამ ტემპის ფონზე კი უმნიშვნელოვანესია ადამიანის ადრეული ასაკიდან აქტიურ მოქალაქედ ჩამოყალიბება, რომელშიც უდიდესი როლი სკოლას აკისრია. ის ვალდებულია იზრუნოს
- 21-ე საუკუნისთვის საჭირო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაზე პიროვნულ და მორალურ განვითარებაზე
- მეწარმეობის უნარის განვითარებაზე
- უსაფრთხოება და ძალადობისაგან თავისუფალი სკოლის პოპულარიზაცია
- მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერების ამაღლება
- თვალსაწიერის გაფართოება ყოველივე ამის განხორციელებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა სადამრიგებლო სამუშაოები სკოლებში.
2014 წლის შემოდგომაზე მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ,,ENIGMA’’-ს მიერ ევროპის კვირეულის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებში (აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტი), სადაც გაჩნდა ინტერესი რაც შეიძლება მეტი გაეგოთ ევროკავშირისა და ნატოს შესახებ.
პროექტი აქტიურ ფაზაში შევიდა 2016 წლის 25 იანვარს და ის დასრულდება საწავლო წლის ბოლოს.
პროექტის მიზანი:
- ევროკავშირისა და ნატოს შესახებ ცნობადობის ამაღლების პარალელურად ,,სადამრიგებლო საათის’’ საშუალებით ზემოთ თქმული უნარების განვითარება
- შესაბამისი ორგანიზაციების ხელშეწყობით მოსწავლეებში მოტივაციის ზრდა
- ევროინტეგრაციის მოსალოდნელი შედეგების გაანალიზება
- დემოკრატიული იდეების პოპულარიზაცია
- ევროკავშირის საგანმანათლებლო კომპეტენციების ხელშეწყობა
პროექტი ხელს შეუწყობს განათლების ეროვნული მიზნების განხორციელებას ეროვნულ საგანმანათლებლო სტანდარტებთან დაახლოებას, კერძოდ მდგრადი განვითარებისთვის, რადგან ეს არის ახლებური ხედვა , რომელიც ეხმარება ნებისმიერი ასაკის ადამიანს უკეთ შეიცნოს სწრაფად ცვალებადი სამყარო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. როგორი გვინდა იყოს ჩვენი სახელმწიფოსა და შესაბამისად ჩვენი მომავალი? რა ცოდნა უნდა მივიღოთ და რომელი უნარები უნდა განვავითაროთ, რომ ეს ცოდნა რელევანტური იყოს როგორც ადგილობრივ , ასევე ევროპულ შრომის ბაზართან მიმართებაში? ამისათვის ვიცავთ ევროკავშირის საგანმანათლებლო კომპეტენციებს ჩვენი ეროვნული საგანმანათლებლო მიზნების გათვალისწინებით:
მშობლიურ ენაზე კომუნიკაცია (გიგანტური წიგნის ძირითადი ნაწილი შესრულებულია ქართულ ენაზე)
უცხო ენაზე კომუნიკაცია ( დოკუმენტურ ფილმში ტიტრები უცხოურ ენაზე, ჩანართი გიგანტურ წიგნში)
მათემატიკური კომპეტენციები ( სიმეტრია - წიგნის შექმნის დროს )
ციფრული კომპეტენცია ( ფოტო და ვიდეო მასალა, ისტ-ტექნოლოგიები:ბლოგი და ა.შ)
დამოუკიდებლად სწავლის უნარი ( ინფორმაციის მოძიება და სხვა)
მოქალაქეობრივი კომპეტენციები ( თანატოლებში, უმცროსი ასაკის ბავშვებში, თემში ცნობადობის ამაღლება)
მეწარმეობა და ინიციატივობა ( წიგნის აკინძვა-დაკაბადონება ...)
კულტურული გამომხატველობა ( მინდა ვიყო შემდეგი)
პროექტის რესურსები - ნატოსა და ევროკავშირის შესახებ არსებული მრავალფეროვანი ლიტერატურის, ბროშურებისა და ჟურნალების გაცნობა. ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში www.natoinfo.ge.
მონიტორინგი
• პროექტი განხორციელდა დადგენილ ვადებში სამოქმედო გეგმის მიხედვით
• ფიქსირდებოდა ეტაპობრივი წერილობითი ანგარიშები, ვიდეომასალისა და სურათების დასტურით
• თითოეულ აქტივობაზე(ტრენინგ სემინარზე)დასწრება მონაწილეთა რეგისტრაციის ხელმოწერებით ფიქსირდებოდა
• დაგეგმილი ღონისძიებების წინ და შემდეგ ხდებოდა შევსება მოლოდინებისა და შედეგების,შთაბეჭდილებების ფურცლებისა
• ძირითად მონიტონირგს ახორციელებდა პროექტის ხელმძღვანელი საორგანიზაციო კომიტეტთან ერთად
შეფასება
რაოდენობრივი:
• სკოლის პედაგოგებისა და მშობლების ევროინტეგრაციისკენ სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაცნობიერება
• 100-120 მოსწავლისა თუ ზრდასრულისათვის ცნობადი გახდა ევროკავშირის როლის შესახებ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში
თვისობრივი:
• 21-ე საუკუნის უნარები
• შიდასასკოლო ორგანიზაციული კულტურა
• დემოკრატიული სკოლისა და სახელმწიფოს მშენებლობის პრევენცია
• პროექტი განხორციელდა დადგენილ ვადებში სამოქმედო გეგმის მიხედვით
• ფიქსირდებოდა ეტაპობრივი წერილობითი ანგარიშები, ვიდეომასალისა და სურათების დასტურით
• თითოეულ აქტივობაზე(ტრენინგ სემინარზე)დასწრება მონაწილეთა რეგისტრაციის ხელმოწერებით ფიქსირდებოდა
• დაგეგმილი ღონისძიებების წინ და შემდეგ ხდებოდა შევსება მოლოდინებისა და შედეგების,შთაბეჭდილებების ფურცლებისა
• ძირითად მონიტონირგს ახორციელებდა პროექტის ხელმძღვანელი საორგანიზაციო კომიტეტთან ერთად
შეფასება
რაოდენობრივი:
• სკოლის პედაგოგებისა და მშობლების ევროინტეგრაციისკენ სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაცნობიერება
• 100-120 მოსწავლისა თუ ზრდასრულისათვის ცნობადი გახდა ევროკავშირის როლის შესახებ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში
თვისობრივი:
• 21-ე საუკუნის უნარები
• შიდასასკოლო ორგანიზაციული კულტურა
• დემოკრატიული სკოლისა და სახელმწიფოს მშენებლობის პრევენცია
Sunday, February 28, 2016
Wednesday, February 24, 2016
რა სიკეთეებს და პერსპექტივებს აჩენს ასოცირების ხელშეკრულება განათლების სფეროში
ქუთაისიპოსტის სტუდიაში მომზადებული მორიგი გადაცემის თემაა უმაღლეს სასწავლებელში არსებული სწავლების ხარისხი და რუსერსები, ევროპულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის პარქტიკები, ასევე, თუ რას ცვლის ასოცირების ხელშეკრულება განათლების სფეროში, რას სიკეთეებს და პერსპექტივებს აჩენს.
გადაცემის სტუმრები არიან, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ირმა გრძელიძე და ორგანიზაცია "ევროპული და აღამოსავლური ენების ცენტრის" დამფუძნებელი, ეკა თოფურია.
გადაცემაში თქვენ ასევე, ნახავთ ვიდეოსიუჟეტებს, თუ რა შესაძლებლობებს აჩენს ასოცირების ხელშეკრულება განათლების სფეროში. ხოლო მეორე სიუჟეტი მოგვითხობს ერთ კონკრეტულ სტუდენტზე, რომელმაც მონაწილეობა მიიღო გაცვლით პროგრამაში. გაცვლითი პროგრამით მაგისტრატურა გაიარა რუმინეთში და ევროპიდან დაბრუნების შემდეგ დასაქმებული და წარმატებულია.
Monday, February 22, 2016
Sunday, February 21, 2016
Subscribe to:
Posts (Atom)