Friday, March 31, 2017

2017 წლის 14 მარტს მოეწყო  წიგნის საჯარო პრეზენტაცია. მოსწავლეებმა ამჯერად იმ გიგანტ ევროპელებზე ისაუბრეს, რომლებმაც მსოფლიო აღიარება მოიპოვეს.

Friday, March 4, 2016

,,მითებისა და რეალობის გზაჯვარედინზე“ ( პროექტის ფარგლებში შექმნილი დოკუმენტური ფილმი)

ონლაინ ჩართვა გერმანიაში მყოფ და საკუთარი პროფესიით მომუშავე ქართველთან

პროექტის შესახებ


  •                    XXI საუკუნის დასაწყისისათვის არავინ დაობს იმის თაობაზე , რომ ცხოვრების რიტმი ძალიან სწრაფად იცვლება, წარმოუდგენელი სისწრაფით ვითარდება. ამ ტემპის ფონზე კი უმნიშვნელოვანესია ადამიანის ადრეული ასაკიდან აქტიურ მოქალაქედ ჩამოყალიბება, რომელშიც უდიდესი როლი სკოლას აკისრია. ის ვალდებულია იზრუნოს 
  •  21-ე საუკუნისთვის საჭირო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაზე  პიროვნულ და მორალურ განვითარებაზე 
  •  მეწარმეობის უნარის განვითარებაზე
  •  უსაფრთხოება და ძალადობისაგან თავისუფალი სკოლის პოპულარიზაცია 
  •  მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერების ამაღლება 
  •  თვალსაწიერის გაფართოება ყოველივე ამის განხორციელებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა სადამრიგებლო სამუშაოები სკოლებში. 
 2014 წლის შემოდგომაზე მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ,,ENIGMA’’-ს მიერ ევროპის კვირეულის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებში (აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტი), სადაც გაჩნდა ინტერესი რაც შეიძლება მეტი გაეგოთ ევროკავშირისა და ნატოს შესახებ. პროექტი აქტიურ ფაზაში შევიდა 2016 წლის 25 იანვარს და ის დასრულდება საწავლო წლის ბოლოს.
 პროექტის მიზანი: 
  1.  ევროკავშირისა და ნატოს შესახებ ცნობადობის ამაღლების პარალელურად ,,სადამრიგებლო საათის’’ საშუალებით ზემოთ თქმული უნარების განვითარება
  2.  შესაბამისი ორგანიზაციების ხელშეწყობით მოსწავლეებში მოტივაციის ზრდა
  3.  ევროინტეგრაციის მოსალოდნელი შედეგების გაანალიზება
 მოსალოდნელი შედეგები: 
  1.  დემოკრატიული იდეების პოპულარიზაცია 
  2.  ევროკავშირის საგანმანათლებლო კომპეტენციების ხელშეწყობა 
 პროექტის მნიშვნელობა:
 პროექტი ხელს შეუწყობს განათლების ეროვნული მიზნების განხორციელებას ეროვნულ საგანმანათლებლო სტანდარტებთან დაახლოებას, კერძოდ მდგრადი განვითარებისთვის, რადგან ეს არის ახლებური ხედვა , რომელიც ეხმარება ნებისმიერი ასაკის ადამიანს უკეთ შეიცნოს სწრაფად ცვალებადი სამყარო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. როგორი გვინდა იყოს ჩვენი სახელმწიფოსა და შესაბამისად ჩვენი მომავალი? რა ცოდნა უნდა მივიღოთ და რომელი უნარები უნდა განვავითაროთ, რომ ეს ცოდნა რელევანტური იყოს როგორც ადგილობრივ , ასევე ევროპულ შრომის ბაზართან მიმართებაში? ამისათვის ვიცავთ ევროკავშირის საგანმანათლებლო კომპეტენციებს ჩვენი ეროვნული საგანმანათლებლო მიზნების გათვალისწინებით: 
 მშობლიურ ენაზე კომუნიკაცია (გიგანტური წიგნის ძირითადი ნაწილი შესრულებულია ქართულ ენაზე)
 უცხო ენაზე კომუნიკაცია ( დოკუმენტურ ფილმში ტიტრები უცხოურ ენაზე, ჩანართი გიგანტურ წიგნში) 
 მათემატიკური კომპეტენციები ( სიმეტრია - წიგნის შექმნის დროს ) 
 ციფრული კომპეტენცია ( ფოტო და ვიდეო მასალა, ისტ-ტექნოლოგიები:ბლოგი და ა.შ)  დამოუკიდებლად სწავლის უნარი ( ინფორმაციის მოძიება და სხვა)
  მოქალაქეობრივი კომპეტენციები ( თანატოლებში, უმცროსი ასაკის ბავშვებში, თემში ცნობადობის ამაღლება) 
 მეწარმეობა და ინიციატივობა ( წიგნის აკინძვა-დაკაბადონება ...)
 კულტურული გამომხატველობა ( მინდა ვიყო შემდეგი)

  პროექტის რესურსები - ნატოსა და ევროკავშირის შესახებ არსებული მრავალფეროვანი ლიტერატურის, ბროშურებისა და ჟურნალების გაცნობა. ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში www.natoinfo.ge. 

 მონიტორინგი
 • პროექტი განხორციელდა დადგენილ ვადებში სამოქმედო გეგმის მიხედვით
 • ფიქსირდებოდა ეტაპობრივი წერილობითი ანგარიშები, ვიდეომასალისა და სურათების დასტურით
 • თითოეულ აქტივობაზე(ტრენინგ სემინარზე)დასწრება მონაწილეთა რეგისტრაციის ხელმოწერებით ფიქსირდებოდა
 • დაგეგმილი ღონისძიებების წინ და შემდეგ ხდებოდა შევსება მოლოდინებისა და შედეგების,შთაბეჭდილებების ფურცლებისა
• ძირითად მონიტონირგს ახორციელებდა პროექტის ხელმძღვანელი საორგანიზაციო კომიტეტთან ერთად
შეფასება
რაოდენობრივი:
 • სკოლის პედაგოგებისა და მშობლების ევროინტეგრაციისკენ სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაცნობიერება
 • 100-120 მოსწავლისა თუ ზრდასრულისათვის ცნობადი გახდა ევროკავშირის როლის შესახებ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში
  თვისობრივი:
• 21-ე საუკუნის უნარები
• შიდასასკოლო ორგანიზაციული კულტურა
• დემოკრატიული სკოლისა და სახელმწიფოს მშენებლობის პრევენცია